სახლი-მანქანით მოგზაურობა ძვირიანი სიამოვნებაა, მაგრამ შესაძლოა ეს საქართველოს შემოვლის საუკეთესო საშუალება იყოს. მოძრავი სახლით მოგზაურობა სათავეს უხსოვარი დროიდან, აქლემების ქარავნებიდან იღებს. დღეს კი მისი საბოლოო ფორმა კემპერვენია - სახლი ბორბლებზე. საქართველოში სულ რამდენიმე სახლი-მანქანაა, თუმცა მათი პოპულარობა სწრაფად იზრდება. Mta Campervans-ის პირველი პროექტი Ford Transit AWD არის პირველი თვითნაკეთი სახლი-მანქანა, რომელიც საქართველოში ქირავდება. მისი დღიური ფასი 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ნომრის ფასს უტოლდება, თუმცა მისი უპირატესობები ნებისმიერ სასტუმროს უკან მოიტოვებს. 1. ყველგანმავალი - Ford Transit AWD არის სრულ ამძრავიანი ავტომობილი. მისით შეიძლება თითქმის ყველგან მისვლა, სადაც ნებისმიერი სხვა ავტომობილი არის ნამყოფი. 2. უსაფრთხოება - სახლი-მანქანაში ღამის გატარება გაცილებით უფრო უსაფრთხოა, ვიდრე სასტუმროსა და კარავში. ის თითქმის ყველანაირი საფრთხისგან გიცავთ, რაც ღამით შეიძლება დაგემუქროთ: წვიმა, ქარი, მიწისძვრა, გარეული ცხოველები, კრიმინალები და ა.შ. სულ რომ არაფერი თუ შუაღამით გადაწყვეტთ, რომ გარემო არ მოგწონთ შეგიძლიათ, ადგეთ და უბრალოდ სხვაგან წახვიდეთ. 3. მობილურობა - თქვენ შეგიძლიათ ყოველგვარი გეგმის გარეშე უბრალოდ დაადგეთ გზას და ღამე გაათიოთ იქ, სადაც დაგიღამდებათ. წყალი, გათბობა, ელ. ენერგია და საკვები ყველგან თან გექნებათ. თქვენზე მხოლოდ ლამაზ ლოკაციამდე მისვლა რჩება. 4. თერმოიზოლაცია - კემპერვემნის საცხოვრებელი ინტერიერში არის მაღალი ხარისხის, 5-დონიანი თერმოიზოლაცია, რაც ტემპერატურას მაქსიმალურად დიდხანს ინარჩუნებს. ასევე, მასში დამონტაჟებულია დიზელის ჰაერის გამათბობელი, რისი საშუალებითაც ინტერიერში -30 გრადუსშიც კი ძალიან თბილა. 5. მოცულობითობა - სახლი-მანქანით გაცილებით უფრო მეტი ნივთის წაღება შეგიძლიათ, ვიდრე ნებისმიერი მანქანით. ნავი, მოტოციკლი, ველოსიპედი, თხილამურები, სალაშქრო და სამეკლდეურო აღჭურვილობა, შეშა და ნახშირი კოცონისთვის _ ეს ის არასრული სიაა, რისი წაღებაც კემპერით თავისუფლად შეიძლება. 6. ელექტროენერგიის მოძრავი წყარო - სახლი-მანქანის ბატარეები იტენება მოძრაობის დროს. რაც უფრო მეტს მოძრაობთ, მით უფრო მეტი ელ. ენერგია გაქვთ მობილურის, ლეპტოპის, კამერის და დრონის დასატენად. 7. პოპულარობა - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სახლი-მანქანით უბრალოდ ძალიან მაგარია. ქუჩაში არავის გამოეპარება უჩვეულოდ მაღალი მიკროავტობუსი კიბით და მთების ნახატებით. თქვენ გვერდით გაშლილი კარვებიდან რამდენიმე შურიან მზერას შეამჩნევთ, განსაკუთრებით მაშინ, თუკი გრიგალი ამოვარდება. ლაიქები ინსტაგრამზე, ბლომად გასასთორი მასალა და ვლოგისთვის იდეალური ტრანსპორტი. მოკლედ, სახლი-მანქანა მაგრად ასწორებს. ტრანსპორტის ტიპი - მიკრო ავტობუსი
მართვის მოწმობის კატეგორია - B მოდელი - Ford Transit AWD გამოშვების წელი - 2014 ამძრავი თვლები - ოთხივე საწვავის ტიპი - დიზელი ძრავის მოცულობა - 2.2 ლიტრი დღიური ფასი - 180 ლარი (2020 წლის აგვისტოს ბოლომდე) ლოკაცია - სადაც გაგიხარდებათ :) რეზერვაციისთვის დაგვიკავშირდით ელ. ფოსტა - [email protected] ტელ. - 591616936
1 Comment
|
Giga PaghavaCampervan travel - sounds like the life goal just because IT REALLY IS. Archives
February 2022
Categories |